შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტი: “გუბაზ სანიკიძეს სძინავს”

23 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 26

პრეზიდენტი: “გუბაზ სანიკიძეს სძინავს”

პრეზიდენტმა აქვე ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე გააკრიტიკა. მისი თქმით, სანიკიძეს სძინავს და მას მხოლოდ ღილაკზე თითის დასაჭერად აღვიძებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ბაღდათში ახალგაზრდებთან შეხვედრისას ქუთაისში პარლამენტის ყოფნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა, აქვე, ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე გააკრიტიკა. მისი თქმით, სანიკიძეს სძინავს და მას მხოლოდ ღილაკზე თითის დასაჭერად აღვიძებენ.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს განუცხადა, რომ ბრძოლა უნდა მოიგონ. სააკაშვილმა მათ 27 აპრილს, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში სწორი არჩევანის დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში პრეზიდენტი დღეს სამტრედიისა და ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა.

თეგები: გუბაზ სანიკიძემიხეილ სააკაშვილიშუალედური საპარლამენტო არჩევნები