შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წერეთლის უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა

24 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 73

წერეთლის უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა

საგამოძიებო ორგანო წერეთლის უნივერსიტეტის 2011–2012 წლების ფინანსურ დოკუმენტაციას იკვლევს.

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა.

newpress.ge-ის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანო წერეთლის უნივერსიტეტის 2011–2012 წლების ფინანსურ დოკუმენტაციას იკვლევს.

როგორც ირკვევა, საგამოძიებო ორგანო უნივერსიტეტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სასწავლებლის რამდენიმე ლექტორმა მთავარ პროკურორს წერილი გაუგზავნა.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია. 2011–2012 წლების ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვეს და მივეცით. თუ სხვა რამე დააინტერესებთ, იმასაც მივაწვდით,“ – განუცხადა newpress.ge-ს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

თეგები: პროკურატურაფინანსური პოლიციაქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი