შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერაბიშვილი ხვალ ბაღდათში საარჩევნო კამპანიას დახურავს

25 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 25

მერაბიშვილი ხვალ ბაღდათში საარჩევნო კამპანიას დახურავს

ვანო მერაბიშვილი ბაღდათში პარტიის მაჟორიტრობის კანდიდატის–ვლადიმერ წიქორიძის საარჩევნო კამპანიის დახურვას დაესწრება.

„ნაციონალების“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ხვალ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩავა.

მერაბიშვილი ბაღდათში პარტიის მაჟორიტრობის კანდიდატის – ვლადიმერ წიქორიძის საარჩევნო კამპანიის დახურვას დაესწრება.

წიქორიძის თქმით, მისი საარჩევნო კამპანიის დახურვა გრანდიოზული არ იქნება.

მაჟორიტარობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილთან ერთად ხვალ, ბაღდათის რამდენიმე უბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.

“ვანო მერაბიშვილს ველოდებით, მაგრამ დრო არ ვიცით როდის ჩამოვა. ამ საკითხზე შტაბი მუშაობს და ის დაადგენს,“ – ამბობს წიქორიძე.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს შუალედური საპარლამენტო არჩევნები ბაღდათის გარდა, სამტრედიაშიც გაიმართება.

თეგები: ბაღდათის მუნიციპალიტეტინაციონალებიშუალედური საპარლამენტო არჩევნები