შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათში ამ დროისათვის 2000–მდე ამომრჩეველმა მისცა ხმა

27 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე, სოფო ბობოხიძე • 65

ბაღდათში ამ დროისათვის 2000–მდე ამომრჩეველმა მისცა ხმა

ბაღდათში ამომრჩეველთა დიდ აქტივობას არ ელოდებიან, თუმცა, იმედოვნებენ რომ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში შუალედურ საპალამენტო არჩევნები 10:00 საათის მონაცმეებით, 2 000–მდე ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

საარჩევნო პროცესი ბაღდათში მშვიდ ვითარებაში მიმდინაროებს.

საარჩევნო უბნებზე აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა დიდ აქტივობას არ ელოდებიან, თუმცა, იმედოვნებენ რომ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს.

ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო ოლქში სულ 28 საარჩევნო უბანია. სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 23 351 ადამიანს შეადგენს. აქედან რეალური ამომრჩეველი მხოლოდ 21 445–ია.

ბაღდათის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის 8 კადიდატი იბრძვის.

თეგები: ბაღდათიკენჭისყრაშუალედური არჩევნები