სამტრედიის 50-ვე საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა. სამტერდიის #54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, შუალდეურ საპარლამენტო არჩევნებზე 21 101-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. რაც, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43.45%–ს შეადგენს. 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ლომიას განმარტებით არჩევნებმა ნორმალურად ჩაიარა.
,,დღის განმავლობაში იყო პროცედურული დარღვევები, თუმცა ამას არანაირად არ მოუხდენია საერთო შედეგებზე გავლენა. რაც შეეხება აქტივობას ზოგადად შუალედური არჩევნების დაბალი აქტივობის გათვალისწინებით, სამტრედიაში აქტივობა კარგი იყო’’-განაცხადა ავთანდილ ლომიამ. საოლქო საარჩევნო კომისისაში სულ 9 საჩივარია შესული.
სამტრედიაში ხმა ამომრჩეველთა 43%–მა მისცა
27 აპრილი, 2013 • ანა ჯანაშია, თეკლა მორგოშია • 20
სამტერდიის #54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, შუალდეურ საპარლამენტო არჩევნებზე 21 101-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
თეგები: არჩევნები • კომისია • სამტერდია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები