შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეუფე კალისტრატე: „ეკლესია მისი სახელით მოქმედ პირებს ქველმოქმედებას ვერ აუკრძალავს”

30 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 37

მეუფე კალისტრატე: „ეკლესია მისი სახელით  მოქმედ პირებს ქველმოქმედებას  ვერ აუკრძალავს”

ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტე ამბობს, რომ ქუ­ჩა­ში სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თების გაყიდ­ვა აკ­რძა­ლუ­ლი­ა.

ქუთაისში, ეკლესიის სახელით მოწყალების მთხოვნელ პირებთან დაკავშირებით ქუთაისი-გაენათის ეპარქიაში განმარტებას აკეთებენ.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ამბობს, რომ ქუჩაში საეკლესიო ნივთების გაყიდვა აკრძალულია. ხოლო თუ ვინმეს აღნიშნული ნივთების შეძენა სურს, ამისათვის საეკლესიო მაღაზიებს უნდა მიმართოს.

„თუ ვინმე ქუჩაში მოწყალებისათვის ეკლესიის სახელით გამოდის, ამისათვის მას ჩემი ნებართვა უნდა ჰქონდეს. მაგრამ იმდენი გაჭირვებული ადამიანი გამოდის, რომელსაც პურის ფული არ აქვს, ამას ვერ აუკრძალავ,” – ამბობს მეუფე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში გარკვეული პირები მოქალაქეებს სანთლებისა და ხატების შეძენისაკენ მოუწოდებენ. ხოლო ხატებითა და შესაწირი ყუთით ხელში მყოფი ადამიანები მოწყალებას ითხოვენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ფული თავისთვის უნდა, ხოლო ნაწილის თქმით, შემოწირულობიდან აღებული ფულის გარკვეულ რაოდენობას ისევ ქველმოქმედებას უთმობს.

თეგები: მეუფე კალისტრატემოწყალებარელიგია