ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კულტურის მინისტრი “ნაციონალებისგან” უხერხულ კითხვებს ელოდება

30 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 30

კულტურის მინისტრი “ნაციონალებისგან” უხერხულ კითხვებს ელოდება

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია საპარლამენტო უმცირესობის წევრებისგან უხერხულ და პოლიტიკურ კითხვებს ელოდება.

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია საპარლამენტო უმცირესობის წევრებისგან უხერხულ და პოლიტიკურ კითხვებს ელოდება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებისა და კულტურის მინისტრის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

“მეც ვემზადებოდი ამ დღისთვის, შეიძლება იყოს უხერხული კითხვები და ალბათ აუცილებლად იქნება. კულტურის სამინისტრო მრავალ პროექტს ახორციელებს. ალბათ ძეგლებზე ექნებათ კითხვები, თურქეთში ქართული ძეგლების რეაბილიტაციაზე. მე პერიოდულად ვხვდები ჟურნალისტებს და იმათ სხვა კითხვები აქვთ. აქ ალბათ უფრო პოლიტიკური კითვები იქნება. მე მგონი მზად ვარ, ვნახოთ,”- ამბობს ოდიშარია.

შეგახსენებთ, რომ გურამ ოდიშარია უკვე მეექვსე მინისტრია, რომელიც საპარლამეტო უმცირსობამ პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად მიიწვია.

თეგები: კულტურის მინისტრინაციონალებიპარლამენტი