გიორგი ჩიღვინაძე გარდაცვლილი "წყალკანალის" ოფისში იპოვეს
37 წლის გიორგი ჩიღვინაძის ცხედარი წყალკანალის ოფისში ნახეს, სადაც ის ღამით მორიგეობდა.
გარდაცვლილი ქუთაისის წყალკანალის დაცვაში მუშაობდა.
ის ღამის მორიგე ხუთშაბათს ღამით იყო და პარასკევს დილით ოფისში მისულებს გარდაცვლილი დახვდათ.
ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის ინფარქტი დასახელდა. ექსპერტიზის საბოლოო პასუხი 1 თვეში გახდება ცნობილი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი ქართული ოცნების ოფისში იპოვეს არ დასტურდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



















