შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სემეკის თავმჯდომარის საქმე სასამართლოში რჩება

2 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 29

სემეკის თავმჯდომარის საქმე სასამართლოში რჩება

სემეკის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს სასამართლომ სისხლის საამრთლებრივი დევნა არ შეუწყვიტა.

სემეკის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს სასამართლომ სისხლის საამრთლებრივი დევნა არ შეუწყვიტა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩალაგაშილის ადვოკატის შუამდგომლობა. თემურ მესხი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის გამოძიების მხრიდან დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

როგორც მესხი განმარტავს, ბრალდების მხარეს არგუმენტები არ აქვს. ადვოკატი მიზანშეუწონლად მიიჩნევს სემეკის თავმჯდომარისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას და მისი საქმის განხილვის გაგრძელებას.

გურამ ჩალაგაშვილის საქმეზე არსებითი სხდომა მიმდინარე წლის 13 მაისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ჩაალგაშვილს გამოძიება ქუთაისის ჩაბნელებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ქუთაისის მახლობლად, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფის დროს ჩალაგაშილმა ქუთაისისათვის შუქის გამორთვისა და მისი ჩაბნელების ბრძანება გასცა.

თეგები: გურამ ჩალაგაშილისემეკიქუთაისის საქალაქო სასამართლო