ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინდუსტრიული ზონის ქარხნიდან გათავისუფლებული 400–მდე ქართველი მუშა 6 თვის ხელფასს ითხოვს

7 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 18

ინდუსტრიული ზონის ქარხნიდან გათავისუფლებული 400–მდე ქართველი მუშა 6 თვის ხელფასს ითხოვს

ამ წუთებში ქარხნის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე მუშები ხელს განცხადების ტექსტს აწერენ.

ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქართულ–ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ გათავისუფლებულ მუშები საწარმოს ადმინისტრაციას მოთხოვნებს წერილობით უგზავნიან.

ამ წუთებში ქარხნის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე მუშები ხელს განცხადების ტექსტს აწერენ.

„ფრეშ ჯორჯიადან“ გათავისუფლებული მუშები 6 თვის ხელფასს ითხოვენ კომპენსაციის სახით.

განცხადების ტექსტში ასევე, აღნიშნულია, რომ საწარმოს ადმინისტრაციის მხრიდან მუშების სამსახურიდან გათავისუფლების გამო მათი უფლებები დაირღვა და ისინი ყურადღებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ–ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ 400–მდე ქართველი მუშა გაათავისუფლეს. რომლებსაც განუცხადეს, რომ სამსახურიდან დროებით, 6 თვით დაითხოეს და მათ ეტაპობრივად აღადგენდნენ. მუშებს კი სამსახურში აღდგენის დაპირების არ სჯერათ.

თეგები: აქციაფრეშ ჯორჯიაქუთაისის ინდუსტრიული ზონა