ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვინ და როგორ დაიბლოკა ქუთაისის მერის პოსტზე?

9 მაისი, 2013 • დეა მანაგაძე • 19

ვინ და როგორ დაიბლოკა ქუთაისის მერის პოსტზე?

ქუთაისის მერის პოსტზე “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ–ერთი კანდიდატი თბილისში, სათაო ოფისში დაიბლოკა.

ქუთაისის მერის პოსტზე “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ–ერთი კანდიდატი თბილისში, სათაო ოფისში დაიბლოკა.

Newpress-ის წყაროს ცნობით, საუბარია ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორზე, კახა გაბელაშვილზე.

წყაროსვე მტკიცებით, კოალიციის შემადგენლობაში მყოფი “რესპუბლიკური” პარტიის წევრები ლობირებას დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურას უწევენ. კოპალიანი ამავე დროს “ნაციონალების” სიმპათიითაც სარგებლობს.

Newpress-ის წყაროს აცხადებს, რომ კოპალიანი ქუთაისის ყოფილი მერის, ამჟამად პარლამენტარის გია თევდორაძის ახლო მეგობარია. იგი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობს, ჰყავს უცხოელი მეუღლე.

Newpress-ის წყაროს მტკიცებით, ქუთაისის მერი საბოლოოდ ის გახდება, ვიზეც “რესპუბლიკელები” და “ნაციონალები” არჩევანს გააკეთებენ.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

თეგები: Chat Newsმერის კანდიდატიქართული ოცნებაქუთაისის მერია