შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პროკურატურა ქუთაისის საბავშვო ბაღების საქმეს იძიებს

7 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 28

პროკურატურა ქუთაისის საბავშვო ბაღების საქმეს იძიებს

პაქსაძეს გამოძიებამ კითხვები 2010 წლის დეკემბერში, ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან გამგეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაუსვა.

ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დაკითხა.

პაქსაძეს გამოძიებამ კითხვები 2010 წლის დეკემბერში, ქუთაისის საბავშვო ბაღებიდან გამგეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაუსვა.

2010 წელს ქუთაისში არსებული 35 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან 5 ბაღის დირექტორი სამართალდამცავებმა დაიჭირეს, ხოლო 30 ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს.

მაია პაქსაძის თქმით, გამოძიება დაინტერესდა როგორ, რა ვითარებაში მოხდა ბაღის დირექტორების გათავისუფლება და რა იყო ამის მიზეზი.

„არ ვიცი კიდევ გამომიძახებენ თუ არა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მივალ,“ – ამბობს პაქსაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საბავშვო ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლების საქმეზე შესაძლოა, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარიაც დაიკითხოს.

თეგები: დასავლეთ საქართველოს სარაოლქო პროკურატულაშა მაქაცარიამაია პაქსაძე