May 8, 2013

ქუთაისის მერობის მსურველი 41 კონკურსანტიდან უმრავლესობა ქალია

ქუთაისის მერობის მსურველთა რიცხვი ამ დროისათვის 41-ს შეადგენს.

ქალაქის მერიაში შექმნილ საკონკურსო -საატესტაციო კომისიაში მერობის კანდიდატების განცხადებები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შევიდა. წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით ქალები ლიდერობენ.

ქუთაისის მერის კონკურსის წესით შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მღვდელაძის თქმით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე კომისიაში დამატებით 10-მდე განაცხადის შესვლას ვარაუდობენ.

ქუთაისის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების სიმრავლეს მღვდელაძე კომისიის სანდოობით ხსნის.

მისი თქმით, თუ ამ დრომდე “ნაციონალები” ქალაქის მერს უალტერნატივოდ ნიშნავდნენ, ახლა მერი მრავალ კანდიდატს შორის შეირჩევა.

ქალაქის მერობის მსურველთა განაცხადების მიღება 15 მაისს დასრულდება. მანამდე კი შემოსული კანდიდატების სახელებსა და გვარებს კომისიაში არ ასახელებენ.