შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “პატრიოტებს” ტესტს უტარებენ

11 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 23

ქუთაისში “პატრიოტებს” ტესტს უტარებენ

“ეს აგრეთვე იქნება ტესტი იმ ადამიანებისთვის, ვინც “ნაციონალების” რიგები დატოვეს და საკრებულოში სხვა ფრაქციის სახელით მოღვაწეობენ,” – აცხადებს წულაია.

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისში მდებარე 26 მაისის სკვერში 2011 წლის მაისის აქციების დროს დაღუპუთა მემორიალური დაფის გახნას ითხოვს.

როგორც წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მომავალ კვირაში ის ქუთაისის საკრებულოში პარტიის სახელით განცხადებას შეიტანს. გოგი წულაიას თქმით, მსგავსი მოთხოვნით მან ქალაქის საკრებულოს ერთი წლის წინ მიმართა, თუმცა მაშინ დეპუტატებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს.

„ეს აგრეთვე იქნება ტესტი იმ ადამიანებისთვის, ვინც „ნაციონალების“ რიგები დატოვეს და საკრებულოში სხვა ფრაქციის სახელით მოღვაწეობენ. საინტერესოა, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მხოლოდ სახელით გაემიჯნა “ნაციონალურ მოძრაობას” თუ იდეოლოგიურადაც,” – ამბობს წულაია.

თეგები: გოგი წულაიანაციონალებისაქართველოს პატრიოტთ ალიანსი