ყოფილმა “ნაციონალებმა” და “ქრისტიან–დემოკრატებმა” ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” შექმნეს. ახლაშექმნილ ფრაქციაში სამ–სამი დეპუტატია წარმოდგენილი. “გადავწყვიტეთ ახალი ფრაქციის შექმნა. ამ ეტპზე სამნი ვართ. თუმცა, იმედია გავმრავლდებით”, – განაცხადა ტყიბულის საკრებულოს ახლადშექმნილი ფრაქციის თავმჯდომარემ დავით კუპრეიშვილმა. პარტიის პოლიტიკური მდივნის ადა მარშანიას განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში აუცილებელია არჩევნებამდე მოხდეს “ნაციონალების” დემონტაჟი. “რათა, არჩევნებში მონაწილეობა თანაბარ პირობებში შევძლოთ”, – აღნიშნა ადა მარშანიამ. შეგახსენებთ, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ქუთაისის საკრებულოში 11 კაციანი ფრაქცია ჰყავს.
იმერეთში “პატრიოტთა” მასშტაბები იზრდება
13 მაისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23
ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” შეიქმნა.
თეგები: ზესტაფონი • პატრიოტები • ტყიბული
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები