შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფერადი “ჯარისკაცის მამა” დღეს ქუთაისში

15 მაისი, 2013 • ნიუპრესი • 26

ფერადი “ჯარისკაცის მამა” დღეს ქუთაისში

ჩვენებას ფილმის რეჟისორი, რეზო ჩხეიძე დაესწრება.

დღეს, ქუთაისში, ლ. მესხიშვილის თეატრში ფილმის “ჯარისკაცის მამა” ფერადი ვერსიის პრემიერა გაიმართება. ფილმი 2012 წელს გადაიყვანეს ფერად ფორმატში. ჰოლივუდის ერთ–ერთმა სტუდიამ შრომატევადი საქმე გასწია და ფილმის თითოეული კადრი “გააფერადა”. ფერადი “ჯარისკაცის მამის” პრემიერა თბილისში 9–10 მაისს გაიმართა. ქუთაისი კი მას 15 მაისს, ანუ ქართული კინოს დღეს უმასპინძლებს. ჩვენებას ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე დაესწრება. მესხიშვილის თეატრში ფილმის ჩვენება 18 საათზე დაიწყება.

თეგები: მესხიშვილის თეატრიფერადიჯარისკაცის მამა