შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჰომოფობიის საწინააღმდგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

17 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 25

ჰომოფობიის საწინააღმდგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

პარლამენტთან აქციის მიმდინარეობის დროს ადგილზე სასულიერო პირი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციასთან შეხება არ ჰქონდა.

ქუთაისელი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა თბილისში, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულს მოვლენებს ქუთაისში, პარლამენტთან შეკრებით გამოეხმაურა.

პარლამენტთან აქციაზე ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრიდან გადაინცვლეს, რადგან როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაკა ცერცვაძე ამბობს, ქალაქის ცენტრში შეკრების საშუალება მათ საეკლესიო პირებმა და მათთან თანხლებმა ადამიანებმა არ მისცეს.

პარლამენტთან აქციის მიმდინარეობის დროს ადგილზე სასულიერო პირი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციასთან შეხება არ ჰქონდა და იქ უბრალოდ პარლამენტის სანახავად მივიდა.

შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპტრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

თეგები: აქცია პარლამენტთანსასულიერო პირებიჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია