შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სპექტაკლის პრემიერა “დანაშაულისა და სინდისის” თემაზე

18 მაისი, 2013 • ეკა კუხალაშვილი • 24

სპექტაკლის პრემიერა “დანაშაულისა და სინდისის” თემაზე

“ავარია” მამუკა ცერცვაძის პირველი სპექტაკლია ქუთაისში. მანამდე მას საქართველოსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში აქვს განხორციელებული სპექტაკლები.

დღეს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის “ავარია” პრემიერა გაიმართება. ფრიდრიხ დიურენმატის პიესის დადგმას რეჟისორი მამუკა ცერცვაძე განახორციელებს.

“ავარია” მამუკა ცერცვაძის პირველი სპექტაკლია ქუთაისში. მანამდე მან საქართველოსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში დადგა სპექტაკლები.

“ავარია” ჩვენს ეპოქაში დანაშაულისა და სინდისის თემას ეხება.

„ქაოსი, საქმიანი ურთიერთობები, კარიერული წინსვლა ადამიანებს აკარგვინებს ყურადღებას, შეიძლება მნიშვნელოვანი მომენტები გამოგვეპაროს. საქმიან ფუსფუსში გართულნი და ცხოვრების რიტმს აყოლილი ხანდახან ვერ ვხვდებით რამხელა დანაშაული შეიძლება შემთხვევით ჩავიდინოთ“, – ამბობს მამუკა ცერცვაძე.

რეჟისორს აქტუალურად ეჩვენება ის პრობლემა, რასაც პიესა და სპექტაკლი ეძღვნება.

მისი აზრით დანაშაულის და მისი სწორად შეფასების პრობლემა რეალურად დგას ქართულ საზოგადოებაში.

„დანაშაულის შემთხვევაში, თუკი ადამიანები ფაქტებით და საბუთებით არ დაიჭირე, ყველა თვლის რომ უდანაშაულოა. ადამიანისთვის მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს სინდისი და ზნეობა. მართლმსაჯულებას შეიძლება დაუსხლტე ხელიდან, ალიბი გქონდეს, მაგრამ დანაშაული ხომ ჩადენილია?!“, – ამბობს მამუკა ცერცვაძე.

სპექტაკლი დღეს 18:45 საათზე დაიწყება.

თეატრის ადმინისტრაციის მითითებით დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება.

თეგები: მამუკა ცერცვაძემესხიშვილის თეატრი