შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქრისტიან–დემოკრატები” უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას ითხოვენ

20 მაისი, 2013 • ქრისტინე ქარჩხაძე • 28

“ქრისტიან–დემოკრატები” უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას ითხოვენ

გიორგი თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლებამ კანონპროექტი სასწრაფოდ უნდა მიიღოს.

„ქრისტიან–დემოკრატებმა“ დღეს პარლამენტს საკანონმდებლო პროექტით მიმართეს.ისინი უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ, პარტიის ლიდერებმა ქუთაისში, პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლებამ კანონპროექტი სასწრაფოდ უნდა მიიღოს.

თარგამაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოელებზე მიწების გასხვისების გამო, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მათივე თქმით, თუკი პარლამენტი მათ კანონპროექტს არ მიიღებს, პარტიის წარმომადგენლები უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმს ჩაატარებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა ჩვენ დაგვიჭრს მხარს“, – აღნიშნა ბრიფინგზე თარგამაძემ.

თეგები: გასხვისებამიწებიუცხოელები