შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან

22 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 30

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან

ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას დაკავებულებისათვის აღმკეთის შეფარდების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსაათვის არ მიუმართავს.

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თარიღი ამ დროისათვის უცნობია.

დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას დაკავებულებისათვის აღმკეთის შეფარდების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსაათვის არ მიუმართავს. ბრალდების მხარეს ამისათვის 48 საათი აქვს. ამიტომ, სასამართლო პროცესი დღეს ან ხვალ უნდა გაიმართოს.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ამ დროისათვის იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან.

ადვოკატების განცხადებით, არც ერთი მათგანი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

თეგები: ვანო მერაბიშვილიზურაბ ჭიაბერაშვილიქუთაისის საქალაქო სასამართლო