ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა

22 მაისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23

ქუთაისის სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა

“ასეთი ადვილად სამართავი ბრბო ხელისუფლებას სჭირდება”, – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. “სამართალი” – ამ შეძახილებით სკანდირებენ დაკავებულთა მოწინააღმდეგეები “ნაციონალების” მხარდამჭერთა მისამართით.
“ეს არის ის შედეგი, რომელიც მივიღეთ 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ასეთი ადვილად სამართავი ბრბო ხელისუფლებას სჭირდება”, – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე. დაკავებულების სასამართლო პროცესი საქალაქო სასაამრთლოშ 17 საათზე იწყება.

თეგები: აქციაგიორგი თევდორაძევანო მერაბიშვილი