შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციები ხვალ 10 რეგიონში გაიმართება

27 მაისი, 2013 • ნიუპრესი • 21

მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციები ხვალ 10 რეგიონში გაიმართება

ხვალ საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან აქციები გაიმართება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად ხვალ საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან აქციები გაიმართება.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგო რატიანმა განაცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სასამართლოსა და დაკავებას შორის არანაირი პოლიტიკური დაბმა არ არსებობს.

“სწორედ ამიტომ, ხვალ დღის 2 საათზე საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით” – აღნიშნა სერგო რატიანმა.

აქცია ერთდრულად საქართველოს 10 რეგიონში გაიმართება.

წყარო: www.pirveliradio.ge

თეგები: აქციებივანო მერაბიშვილისაოლქო პროკურატურა