ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რუსთაველმა ქუთაისის მერობა აღარ ისურვა

28 მაისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 19

რუსთაველმა ქუთაისის მერობა აღარ ისურვა

ამის დროისთვის, კომისიის წევრებთან გასაუბრებაზე მორიგი კანდიდატი დიმიტრი კოპალიანი იმყოფება.

ქუთაისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, რუსთაველმა ალექსანდრე ჯიქიამ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ დღეს, მერის შეასარჩევო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მღვდელაძემ განაცხადა.
მღვდელაძის თქმით, კომისიაში ვერ აკონკრეტებენ, თუ რა მიზეზით მოხსნა ჯიქიამ თავისი კანდიდატურა. ამ დროისთვის, კომისიის წევრებთან გასაუბრებაზე მორიგი კანდიდატი დიმიტრი კოპალიანი იმყოფება.
შეგახსნებთ, რომ მერის შესარჩევმა კომისიამ მერობის კანდიდატებთან გასაუბრება გუშინ დაიწყო. კომისია უკვე გაესაუბრა 6 კონკურსანტს. დანარჩენ 5 კონკურსანტთან გასაუბრება დღეს მოხდება. კომისია მის მიერ შერჩეულ მერობის კანდიდატს 29 მაისს, საკრებულოს სხდომაზე წარადგენს.

თეგები: დიმიტრი კოპალიანიკომისიაქუთაისის მერია