შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საპარლამენტო უმცირესობას მერაბიშვილთან კონსულტაციების გამართვა სურს

28 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 33

საპარლამენტო უმცირესობას მერაბიშვილთან კონსულტაციების გამართვა სურს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარეს მერაბიშვილის საპყრობილეში მონახულების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარეს მათი პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის საპყრობილეში მონახულების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის თქმით, მათ ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციების გამართვა სურთ, რადგან არსებულ პოლიტიკურ პროცესებთნ დაკავშირებით მერაბიშვილის მოსაზრება აინტერესებთ.

„აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაცა ავად არის ან მისი მდგომარეობა არის ცუდად. აქ საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვინდა მასთან შეხვედრა გარკვეული მიზეზების გამო. მერაბიშვილის ნახვით ჩვენ ვართ დაინტერესებული და არა დავით უსუფაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მე შევალ და არა ისო. ეს არის სწორედ შეზღუდვა. ვინც დაინტერესებული პირია, ის უნდა შევიდეს,“ – ამბობს რატიანი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალებმა“ მერაბიშვილის საპყრობილეში მონახულების თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს გუშინ მიმართეს, თუმცა უსუფაშვილისგან უარი მიიღეს.

თეგები: დავით უსუფაშვილივანო მერაბიშვილინაციონალები