ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ტორპედო” გია გეგუჩაძემ დატოვა

28 მაისი, 2013 • დეა მანაგაძე • 18

“ტორპედო” გია გეგუჩაძემ დატოვა

“ტორპედოში” გუნდის შემადგენლობა და მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა შეიცვალება.

ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დატოვა.

მიმდინარე წელს საქართველოს ჩემპიონატში “ტორპედო” მესამე ადგილს დასჯერდა.

თუმცა, საფეხბურთო კლუბის მფლობელ კომპანია “ვისოლში” აცხადებენ, რომ გუნდის გაძლიერებისათვის მისი გაახალგაზრდავება გადაწყვიტეს.

ამ მიზნით, გუნდის შემადგენლობა და მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა შეიცვალება.

როგორც “ვისოლში” აცხადებენ, გუნდში ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 22 წლამდე იქნება, რაც იდეალური ასაკია მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

გუნდს, ასევე, გააძლიერებენ 2012 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში (17 წლამდე ნაკრების) მონაწილე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩემპიონატის ნახევარფინალში მოხვდნენ.

ამჟამად, 17 წლამდე ნაკრების მოთამაშეები თბილისის “ლოკომოტივისა” და გორის “დილას” მოთამაშეები არიან.

ფეხბურთელების მსგავსად “ლოკომოტივიდან” “ტორპედოში” გადმოინაცვლებენ ესპანელი მწრთვნელები – ჟერარდ ზარაკოზა მულე და ალბერტო ბეროკალ კორეა.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედო ქუთაისზე” მზრუნველობა ვისოლმა 2010 წლიდან დაიწყო.

თეგები: ტორპედოფეხბურთიქუთაისი