ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დეპუტატები სპეციალური რეისით იფრენენ

28 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 22

დეპუტატები სპეციალური რეისით იფრენენ

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ავია კომპანია რესიების შესრულებას 3 ივლისიდან იწყებს. რეისები კვირაში ოთხჯერ შესრულდება, ხოლო ბილეთის ღირებულება 89 ლარი იქნება.

ავია კომპანია „ჯორჯიან ეარ ლაინი“ დეპუტატებს თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით შეღავათიან ფრენებს სთავაზობს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, ავიაკომპანია დეპუტატებისთვის სპეციალურ რესიების შესრულებას 3 ივლისიდან იწყებს.

რეისები კვირაში ოთხჯერ შესრულდება, ხოლო ბილეთის ღირებულება 89 ლარი იქნება.

„ჩვენ თუ გავაკეთებთ ერთიან კონტრაქტს, მაშინ ჩვენთვის ფრენა ნახევარ ფასად, 44.5 ლარი იქნება. უფრო იაფი დაგვიჯდება გადადგილება. თვითმფრინავი დილით ადრე ა, 20 წუთში აქ იქნება, საღამოს 9-ის ნახევარზე გაფრინდება და ასევე 20 წუთში იქნება თბილისში. დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი შემოთავაზებასთნ დაკავშირებით“, – ამბობს საგანელიძე.

საგანელიძემ აქვე ისიც აღნიშნა, რომ კანონმდებლები თბილისიდან ქუთაისამდე არსებული მანძილის დაფარვას მოკლე დროში შეეცდებიან და ამით დაგვიანების მიზეზებიც აღარ ექნებათ.

თეგები: დავით საგანელიძეპარლამენტიჯორჯიან ეარ ლაინი