შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დიმიტრი კოპალიანის ქუთაისის მერად დამტკიცება გადაიდო

29 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 34

დიმიტრი კოპალიანის ქუთაისის მერად დამტკიცება გადაიდო

მერის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ მოწონებულ კანდიდატს, დიმიტრი კოპალიანს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს მერად არ დაამტკიცებენ.

ქუთაისის მერის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ მოწონებულ კანდიდატს, დიმიტრი კოპალიანს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს მერად არ დაამტკიცებენ.

როგორც მერის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს, ქუთაისის მერიაში აღნიშნული კომისიის პარალელურად საპრეტენზიო კომისია მუშაობს.

მარგველაშვილის თქმით, მერის შესარჩევი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მერობის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაეგზავნებათ და თუ ისინი კომისიის გადაწყვეტილებას მიუღებლად ჩათვლიან, საპრეტენზიო კომისიაში გაასაჩივრებენ.

მარგველაშვილის თქმით, კანდიდატებს კომისიისათვის მისამართად ორდღიანი ვადა აქვთ, ხოლო კომისიამ მათი საჩივრები სამი დღის ვადაში უნდა განიხილოს.

საპრეტენზიო კომისია, რომელიც ქუთაისის მერიაში შეიქმნა, სამი წევრისაგან შედგება. მისი თავმჯდომარე საკრებულოს წევრი რაულ ქორჩილავაა, ხოლო კომისიის წევრები საკრებულოს იურისტები არიან.

როგორც თამაზ მარგველაშვილი განმარტავს, დიმიტრი კოპალიანის მერად დამტკიცება აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება.

თეგები: დიმიტრი კოპალიანისაპრეტენზიო კომისიაქუთაისის მერის შესარჩევი კომისია