ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერობის დაწუნებული კანდიდატები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

29 მაისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 20

ქუთაისის მერობის დაწუნებული კანდიდატები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამდროისთვის არცერთი კანდიდატების მხრიდან საპრეტენზიო წერილი არ არის შესული კომისიაში.

დღეს, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, მერის შესარჩევი კომისიის მეორე ეტაპზე დაწუნებული მერობის კანდიდატები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. Newpress.ge-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ყოფილი მერი, ბაკურ ბალანჩივაძეა.
მეორე ეტაპზე დაწუნებული მერობის კანდიდატების პრეტენზიებს საკრებულოს მუმდივმოქმედი საპრეტენზიო კომისია განიხილავს. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის (რომელიც ამავე დროს საკრებულოს ეკონომიკური საკითხების კომისიის ხელმძღვანელიცაა) რაულ ქორჩილავას განცხადებით, ამდროისთვის არცერთი საპრეტენზიო წერილი არ არის შესული კომისიაში.
„მერობის 10-ვე კანდიდატს კომისიის მიერ მათთვის უარის თქმის შესახებ ინფორმაცია დღეს გაეგზავნათ. ამ ცნობის მიღებიდან ორ დღის ვადაში შეეძლებათ პრეტენზიების წარდგენა ჩვენს კომისიაში“, – ამბობს რაულ ქორჩილავა.

საპრეტენზიო კომისიამ მათი საჩივრები სამი დღის ვადაში უნდა განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნილი პროცედურების გამო, მერის შესარჩევი კომიიის მიერ არჩეულ კანდიდატს დიმიტრი კოპალიანს ქუთაისის საკრებულო მერის პოსტზე დღეს ვერ დაამტკიცებს.

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

თეგები: კომისიასაკრებულოქუთაისის მერი