ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით საგანელიძე მთავრობის სახლის დემონტაჟს არ გამორიცხავს

31 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 25

დავით საგანელიძე მთავრობის სახლის დემონტაჟს არ გამორიცხავს

უმრავლესობის ლიდერის თქმით, შესაძლოა, მთავრობის სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდეს ან დემონტაჟი მოხდეს.

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პარლამენტის შენობის გვერდზე, მთავრობის შენობაზე დაიდო დასკვნა, რომ შენობა არ რის მყარი. აღნიშნულის გამო კი გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებებლი ან შეიძლება საერთოდ დემონტაჟი მოხდეს.

რაც შეეხება პარლამენტის შენობას: „მასზე ჯერ-ჯერობით ვერ წერენ, რომ ეს არის მდგრადი შენობა, მაგრამ ვერც იმას წერენ, რომ შენობას საფრთხე ემუქრება და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. შემაშფოთებელია ის, რომ პარალმენტის შენობა აბსოლუტურად უნებართვოდ და პროექტის გარეშე აშენდა და პროექტი თანდათან მშენებლობის პროცესში კეთდებოდა,“ – ამბობს დავით საგანელიძე, რომელიც პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, დასკვნა სერიოზული დაფიქრების საგანია და პარლამენტი მასზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ქვეყანაში უნებართვოდ შენდება პარლამენტის შენობა, რომელზეც დაახლოებით 75 მილიონი დაიხარჯა. ეს თანხა ზოგი კრედიტის სახით არის აღებული, ზიგიერთი კი საერთოდ გაუგებარია საიდან შემოვიდა. რაც ყველაზე მთავარია ამ შენობაზე ნებართვები საერთოდ არ არის აღებული. როცა ასეთი რაიმე ხდებოდა ქვეყანაში პარალმენტის შენობაზე, უკვე გასაგებია რა ხდებოდა სხვა მშენებლობებზე, როგორ ხდებოდა ქვეყნის მართვა და მენეჯმენტი საერთოდ,“ – ამბობს დავით საგანელიძე.

თეგები: დავით საგანელიძემთავრობის სახლიპარლამენტის მშენებლობა