შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზვიად ძიძიგური პრეზიდენტს მილიონების ხარჯვას ასწავლის

3 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 26

ზვიად ძიძიგური პრეზიდენტს მილიონების ხარჯვას ასწავლის

“თანხები იხარჯება ბოტოქსებზე, რაღაც გაურკვეველ ნახატებზე,” – აცხადებს ძიძიგური.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური საქართველოს პრეზიდენტს მისთვის გამოყოფილი მილიონების ხარჯვას ასწავლის.

ძიძიგურის თქმით, შეურაცხმყოფელი და ცინიკურია, როდესაც პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა თუ მისი პირადი ფონდიდან გამოყოფილ თანხებს გაურკვეველი მიზნით ხარჯავს.

„ეს არის შეურაცხმყოფელი და ცინიკური საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. თანხები იხარჯება ბოტოქსებზე, რაღაც გაურკვეველ ნახატებზე. გაურკვეველი პროფესიისა თუ წარმომავლობის ქალბატონების მივლინებბზე. ოჯახის წევრების მისვლა- მოსვლაზე, მათი განათლების საფასურზე და ასე შემდეგ,“ – ამბობს ძიძიგური.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, რამდენად გამოიყენებს პრეზიდენტი მის რჩევას, ეს სააკაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ძიძიგური ურჩვს მას, რომ მილიონები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოახმაროს.

თეგები: ზვიად ძიძიგურიმიხეილ სააკაშვილიპრეზიდენტის ხარჯები