ქუთაისელი სტუდენტები ხელისუფლებისაგან სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის აღდგენას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს სასწავლებლის ეზოში აქციას გამართავენ. აქცია, სადაც სტუდენტები პროგრამის გაგრძელების მოთხოვნას დააყენებენ, 14:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ე.წ. summer job გასულ წელს განხორციელდა. პროგრამაში ჩართულმა პირებმა ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურების სახით 400 ლარი მიიღეს.
დასაქმების მოთხოვნით ქუთაისელ სტუდენტთა აქცია ერთ საათში დაიწყება
4 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 27
ქუთაისელი სტუდენტები ხელისუფლებისაგან სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის აღდგენას ითხოვენ.
თეგები: სტუდენტების აქცია • სტუდენტთა საზაფხულო დასაქმება • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები