შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი სტუდენტები ხელისუფლებას – “დაგვასაქმეთ” [Photo]

4 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 22

ქუთაისელი სტუდენტები ხელისუფლებას – “დაგვასაქმეთ” [Photo]

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა დღეს აქცია გამართა, მოთოხვნით “დაგვასაქმეთ”.

დასაქმების მსურველი სტუდენტების რიცხვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

სასწავლებლის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა დღეს აქცია გამართა, მოთოხვნით „დაგვასაქმეთ“.

აქციის ორგანიზატორის დავით კიკუტაძის თქმით, აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.

როგორც კიკუტაძე ამბობს, უნივერსიტეტის სტუდენტები იმ სტუდენტებს უერთდებიან, რომლებიც ანალოგიური მოთხოვნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მართავენ აქციას.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სტუდენტთა საზაფხულო პროგრამის გაგრძელება აუცილებელია, რადგან აღნიშნული პროგრამა მათ სწავლის გადასახადის გარკვეული ნაწილის დაფარვისა თუ დასვენების სასალებას აძლევდათ.

სტუდენტები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება და განათლების სამინისტრო დასაქმებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნას გამოეხმაურება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციების მასშტაბების ზრდას გეგმავენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

თეგები: სტუდენტების აქციასტუდენტთა საზაფხულ ოდასაქმების პროგრამახელისუფლება