შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოს საკრებულოს “ნაციონალი” თავმჯდომარე გეგუთის მაჟორიტარით ჩაანაცვლეს

4 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 27

წყალტუბოს საკრებულოს “ნაციონალი” თავმჯდომარე გეგუთის მაჟორიტარით ჩაანაცვლეს

“საკრებულოს თავმჯდომარედ თუ დავრჩებოდი, მაშინ გამგებელი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან უნდა გამეშვა. მე ეს არ გავაკეთე,” – აცხადებს საღარეიშვილი.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა საღარეიშვილს და მის მოადგილეს ზაზა მეტრეველს თანამდებობები დაატოვებინეს.

წყალტუბოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ, რომელსაც ყოფილი „ნაციონალები“ წარმოადგენენ, საღარეიშვილი და მეტრეველი დაკავებული თანამდებობებიდან გადააყენეს.

წყალტუბოს 24 დეპუტატიანი საკრებულოდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას 15–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამავე სხდომაზე საღარეიშვილის შემცვლელად დეპუტატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი სოფლის გეგუთის მაჟორიტარი ნოდარ კაპანაძე აირჩიეს.
„ამ ადამიანებს არავითარი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესები არ ამოძრავებდათ. მათი ერთადერთი მიზანი პირადი კეთილდღეობაა. შემოთავაზებები მეც მქონდა. საკრებულოს თავმჯდომარედ თუ დავრჩებოდი, მაშინ გამგებელი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან უნდა გამეშვა. მე ეს არ გავაკეთე. ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები დღეს სხდომაზე თავჩაქინდრული და შერცხვენილები კი იყვნენ,“ – ამბობს მამუკა საღარეიშვილი.

თეგები: მამუკა საღარეიშვილინაციონალებიწყალტუბოს საკრებულო