ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოვაჭრეები ქუთაისის მერიასთან გზის გადაკეტვას აპირებენ

10 ივნისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23

მოვაჭრეები ქუთაისის მერიასთან გზის გადაკეტვას აპირებენ

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.

ამ წუთებში ქუთაისის მერიასთან “მწვანე ბაზრის” მოვაჭრეების საპროტესტი აქცია მიმდინაროებს.

ისინი გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ და ამ მიზეზით ქალაქის ახალ მერთან, დიმიტრი კოპალიანთან შეხვედრა სურთ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებისც მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

მოვაჭრეებთან ცოტა ხნის წინ მერის თანაშემწე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქის მერს ამ წუთებში სამსახურის უფროსებთან შეხვედრა აქვს, რის გამოც, ამ დროისთვის მათთან შეხვედრას ვერ მოახერხებს.

მოვაჭერეები კი აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა დაუყოვნებლივ არ შესრულება ისინი პროტესტს მასშტაბრუ ხასიათ მისცემენ და გზას გადაკეტავენ.

თეგები: აქციაგარევაჭრობაქუთაისი