ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხი დღეს გადაწყდება

12 ივნისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 22

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხი დღეს გადაწყდება

კოპალიანი მერიაში რეორგანიზაციის პროცესის გაგრძელებას საჭიროდ თვლის. საუბარია დასაქმებულთა რიცხვის (700 ადამიანი) განახევრებაზე.

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი მერიაში რეორგანიზაციის თაობაზე განცხადებას დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია რამდენიმე კვირის წინ, ახალი მერის დანიშვნამდე დაიწყო. თავად კოპალიანი მერიაში რეორგანიზაციის პროცესის გაგრძელებას საჭიროდ თვლის. საუბარია დასაქმებულთა რიცხვის (700 ადამიანი) თითქმის განახევრებაზე. თვითმმართველობაში დასაქმებულ ყველა ადამიანს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება რამდენიმე კვირის წინ მიუვიდა. დიმიტრი კოპალიანი newpress.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კადრების მიღება კონკურსის გზით მოხდება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს, 16 საათზე დაიწყება.

თეგები: მერიარეორგანიზაციაქუთაისი