შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა

12 ივნისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 25

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამოტანილი მერიის რეორგანიზაციის საკითხი, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

ქუთაისის საკრებულოს დღეს, რიგგარეშე სხდომაზე მერიაში რეორგანიზაციის საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

აღნიშნულ საკითხს „ნაციონალმა“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, რეორგანიზაცია ასე სწაფად განხილვა შეუძლებელია.

„ძალიან გთხოვთ არ დავამტკიცოთ ეს საკითხი იმიტომ, რომ არა მგონია ეს პროექტი თავად გქონდეთ განხილული“, – განაცხადა „ნაციონალმა“ დეპუტატმა გია უკლებამ.

მიუხედავად ამისა, საკრებულოს სხდომაზე გამოტანილი რეორგანიზაციის საკითხი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია რამდენიმე კვირის წინ, ახალი მერის დანიშვნამდე დაიწყო. რაც თანამშრომლეთა რიცხვის (700 ადამიანი) განახევრებას ითვალისწინებს.

თეგები: დიმიტრი კოპალიანირეორგანიზაციასაკრებულოს სხდომა