June 13, 2013

იმერეთის გუბერნატორი დღეს დაკითხვაზე დაიბარეს

იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე შიდა ქართლის პროკურატურაში დღეს 15:00 საათზე დაკითხვაზე არის დაბარებული. ბალავაძეს პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხავენ.

გუბერნატორის განმარტებით, საქმე ეხება 9 თვის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირიპირებას, რომელზეც საჩივარი ახლა შევიდა.

“როგორც გამომძიებელმა განმიმარტა, 9 თვის წინ საარჩევნოდ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონია ადგილი და ამაზე ყოფილა საჩივარი შესული. უფრო კონკრეტულად თუ რაზეა საუბარი, ადგილზე გავიგებ,” – განაცხდა newpress–სთან სატელეფონო საუბრისას ვახტანგ ბალავაძემ.