|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 აგვისტოს ქუთაისის ნაწილს ელექტომომარაგება შეუწყდება

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ქუთაისის ნაწილს.

04 აგვისტოს ქვესადგურ "ქუთაისი 4"-ში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 6000 აბონენტს  ქ. ქუთაისში რუსთაველის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა