|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 იანვარს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართება

ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი ღია ცის ქვეშ ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი 6 იანვრის ნაცვლად 4 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების  ორგანიზატორი DMO იმერეთი ავრცელებს. 

ცვლილების მიზეზი მოსალოდნელი ამინდი გახდა. 

" DMO იმერეთის ორგანიზებით, საღამოს 6 იანვარს 8 საათზე  დაგეგმილი იყო ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი ღია ცის ქვეშ ცენტრალურ მოედანზე. თუმცა, გამოცხადებული უამინდობის გამო, და  იმისათვის რომ  შევინარჩუნოთ სადღესასწაულო და ამაღლებული განწყობა, გადაწყდა,  კონცერტის თარიღის გადმოტანა 4 იანვარს 6 სააათზე... დანიშნულების ადგილი იგივეა ცენტრალური მოედანი. გელოდებით!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა