|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული “გარდაბნობა 2023” გრანდიოზულად აღინიშნა.

4 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, სახალხო დღესასწაული “გარდაბნობა 2023” გრანდიოზულად აღინიშნა. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები და ეთნიკური კერძების დეგუსტაცია. პარალელურად მიმდინარეობდა ხალხური ანსამბლების მუსიკალური წარმოდგენა.
 
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ფოლკლორულმა ანსამბლმა "ბეთანიამ“ სიმღერა ,,მრავალჟამიერით“ გახსნა. 
შეკრებილ საზოგადოებას გარდაბნობის სახალხო დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა ზურაბ ხაჩიძემ მიულოცა. 
 
,,გარდაბნობის“ ფარგლებში ტრადიციულად დასახელდნენ 2023 წლის გარდაბნის საპატიო მოქალაქეები, რომელთაც სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა გიორგი შინჯიკაშვილმა და ნიკა კობახაძემ და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ გადასცეს.
 
  
 
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ანდრია გველესიანმა და აფიკ ნოვრუზოვმა.
 
საღამო კი გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე ჯგუფმა „Reggaeon"-მა დაასრულა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა