|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 ოქტომბრის საქმეზე უკვე 45 ადამიანია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 9 პირი დააკავა., - ინფორმაციას შსს ავრცელებს.  

უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 45 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

ავტორი: