აქციის – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” ფარგლებში, სისხლის ბანკში, ქუთაისის ვიცე – მერებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ. “გავიგე, რომ ლეიკემიით დაავადებულთა მხარდასაჭერად აქცია ეწყობოდა და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო,” – განმარტა ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა ხათუნა ცანავამ. ქუთაისის რეგიონალურ სისხლის ბანკში, ამ დროისთვის სისხლი სულ ათმა ადამიანმა გაიღო. აქციის ფარგლებში, ასევე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიც ჩაერთო. სადაც სისხლი პროკურორებმა, მანდატურებმა და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებმა გაიღეს. შეგახსენებთ რომ აქცია “გაიღე სისხლი გაადარჩინე სიცოცხლეს” მიზანი ლეიკემიით დაავადებულთა დახმარებაა.
ლეიკემიით დაავადებულებს საჯარო უწყებების წარმომადგენლებიც ეხმარებიან
14 ივნისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 21
აქცია “გაიღე სისხლი გაადარჩინე სიცოცხლეს” მიზანი ლეიკემიით დაავადებულთა დახმარებაა.
თეგები: აქცია • სისხლის გაღება • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები