ამ წუთებში, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, ქუთაისის მერთან დიმიტრი კოპალიანთან ერთად, ავტობანის სამშენებლო სამუშაოებს ათვალიერებს. “მართალი გითხრათ, თქვენი ნამდვილად არ მშურს. პრობლემებით სავსე ქალაქი ჩაიბარეთ,” – ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ქუთაისის მერს. ქუთაისის მერის განცხადებით კი, მას ქალაქის განვითარებისთვის ახალი ინიციატივა აქვს. “ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა ავტობანს ნიკეას ქუჩა მიუერთდეს, რაც ქალაქის ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს,” –განმარტა დიმიტრი კოპალიანმა.
ფინანსთა მინისტრი ქუთაისის მერს – თქვენი ნამდვილად არ მშურს
14 ივნისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 27
ქუთაისის მერის განცხადებით, მას ქალაქის განვითარებისთვის ახალი ინიციატივა აქვს.
თეგები: დიმიტრი კოპალიანი • ფინანსთა მინისტრი • ქუთაისის მერი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები