ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში თანამშრომლების გათავისუფლება გადაიდო

18 ივნისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 24

ქუთაისის მერიაში თანამშრომლების გათავისუფლება   გადაიდო

ქალაქის მერი ამ დროისათვის ვერ აკონკრტებს თუ როდის მოხდება მერიის თანამშრომელბის ეტაპობრივი გათავისუფლება.

ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსებისა და რიგითი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, გადაიდო. ამის შესახებ, ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა newpress.ge–სთან საუბარში განაცხადა.

ქალაქის მერი ამ დროისთვის ვერ აკონკრტებს თუ როდის მოხდება რეორგანიზაცია.

„ამ წუთებში მიმდინარეობს გადახედვის პროცესი. წინასწარ ვერ გეტყვით რა იქნება, მაგრამ თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მოხდება. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში “, – განმარტავს დიმიტრი კოპალიანი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში ყველა თანამშრომელმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების თაობზე წერილობითი შეტყობინება მიმდინარე წლის 17 მაისს მიიღო.

თეგები: გათავისუფლებამერიაქუთაისი