ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი 1 ივლისიდან გამოცხადდება

19 ივნისი, 2013 • ანა ჯანაშია • 22

ქუთაისის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი 1 ივლისიდან გამოცხადდება

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, ვაკანტურ ადგილებს მერია საკრებულოს მუდმივმოქმედ საკონკურსო–საატესტაციო კომისიას წარუდგენს.

ქუთაისის მერიაში, სამსახურის უფროსების გათავისუფლებით გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგიზ თოფურიძის თქმით, ვაკანტურ ადგილებს მერია საკრებულოს მუდმივმოქმედ საკონკურსო–საატესტაციო კომისიას წარუდგენს.
„კონკურსი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად 1 ივლისის შემდეგ გამოცხადება“, – ამბობს newpress.ge-სთან საუბარში თენგიზ თოფურიძე.
შეგახსენებთ, რომ მერიაში სამსახურის უფროსების თანამდებობიდან გათავისუფლება ოფიციალურად დღეს დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, 5 სამსახურის ხელმძღვანელი პირია გათავისუფლებული.

თეგები: თენგიზ თოფურიძემერიარეორგანიზაცია