დღეს ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი საქართველოში ამერიკის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. “ახალი მერი მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას,” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ როჩარდ ნორლანდმა. ელჩის განცხადებით, მერთან შეხვედრაზე იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორცილება ქუთაისში იგეგმება. “მერს მილენიუმის ათასწლეულის საგანმანათლებლო პროექტზე შევატყობინე. ამ მხრივ ქუთაისს დიდი რესურსები აქვს. როგორც საქართველოს აქვს “აბრეშუმის გზაზე” სტრატეგიული ადგილი, ისე აქვს ქუთაისს საქართველოში ხელსაყრელი მდებარეობა და ეს შესაძლებლობები შეუძლია გამოიყენოს,” – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, ახალი ინვერსტიციების და პროეტების მოზიდვის მიზნით მან ამერიკის ელჩს დახმარების გაწევა სთხოვა.
ამერიკის ელჩი – ქუთაისის მერი გამოწვევების წინაშე დგას
20 ივნისი, 2013 • დეა მანაგაძე • 25
დღეს ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი საქართველოში ამერიკის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
თეგები: ამერიკის ელჩი • კოპალიანი • ქუთაისის მერი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები