|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

404 130 ლარი საახალწლო დეკორაციებისთვის - ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

უთაისის მერიამ ქალაქის  საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების შესყიდვის მიზნით 404 130 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. 

ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტს მოეთხოვება, რომ   2020 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის დასრულების დღემდე უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 500000 (ხუთასი ათასი) ლარის ჯამური ღირებულების საშობაო-საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების მიწოდების გამოცდილება.

წინადადებების მიღება 21 ოქტომბერს დაიწყო და 24 ოქტომბერს მთავრდება. 
ქალაქის ბიუჯეტიდან საახალწლო  მორთულობებისა და ფოიერვერკების შესაძენად  ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასობით ლარი იხარჯება. 

ავტორი: ნიუპრესი