შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

განათლების მინისტრი აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა

21 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 48

განათლების მინისტრი აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

განათლების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

მიმდინარე წელს აკაკის დაბადებიდან 173 წლის იუბილე აღინიშნება.

ღონისძიებები წერეთლის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ადგილზე შედგა მწერლის ოცტომეულიდან სამი ტომის პრეზენტაცია, რომლის გამოცემა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა დაიწყო.

მინისტრმა მუზეუმს უნიკალური ექსპონატი, აკაკი წერეთლის ხელჯოხი გადასცა.

თეგები: განათლების მინისტრიგიორგი მარგველაშვილისაჩხერე