ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაცვლილის ოჯახი 7 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიებას ითხოვს

22 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 30

გარდაცვლილის ოჯახი 7 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიებას ითხოვს

16 წლის ახალგაზრდას დამწვარი ცხედარი თანაკლასელებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხუნკურის ტყეში იპოვეს.

2006 წელს მოკლული, წყალტუბოშო მცხოვრები, 16 წლის ვალერი ჯიმშელეიშვილის ოჯახის წევრები მკვლელობის საქმის გამოძიებას და დამნაშვეთა დასჯას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით, მათ დღეს იმერეთის სამხარეო სამმართველოსთან აქცია გამართეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, ვალერი ჯიმშელეიშვილი 2006 წლის 27

ნოემბერს მოკლეს. რადმენიმედღიანი ძებნის შემდეგ, მისი დამწვარი ცხედარი, გარდაცვლილის თანაკლასელებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის ტყეში იპოვეს.

ჯიმშელეიშვილის ოჯახი სამართალდამცავებისაგან რეაგირებას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

თეგები: აქციაგამოძიებასამხარეო პოლიცია