ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს

24 ივნისი, 2013 • ანა ჯანაშია • 21

ქუთაისის მერი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს

“ქალაქის განვითარების გეგმებზე სასაუბროდ აუცილებლად შევხვდები მინისტრებსა და პრემიერ–მინისტრს,” – აცხადევს დიმიტრი კოპალიანი.

ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში ის პრემიერ– მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდება და ქუთაისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.

„ქუთაისში არსებულ პრობლემების გადასაწყვეტად და ქალაქის განვითარების გეგმებზე სასაუბროდ აუცილებლად შევხვდები მინისტრებსა და პრემიერ– მინისტრს, ვფიქრობ ეს შეხვედრები ქუთაისისთვის კარგი შედეგების მომტანი იქნება,“ – ამბობს ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი.

ქუთაისის მერის თქმით, მან მსგავსი ტიპის შეხვედრები ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო და ქალაქისთვის უკვე შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

„გასულ კვირას შეხვედრა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან. შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა და ქუთაისში ავტობანის მიმდინარე მშენებლობისთვის დამატებით 5 მლნ ლარი გამოიყო,“ – ამბობს დიმიტრი კოპალიანი.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდიმიტრი კოპალიანიქუთაისის მერია